Wednesday, April 29, 2009
ყაზბეგი
მწვერვალი ყაზბეგი (5033 მ)- დიდი კავკასიონის მწვერვალი მდებარეობს სატეფანწმინდის რაიონში (ყოფილი ყაზბეგის რაიონი, ისტორიული ხევი). მყინვარწვერი, იგივე მწვერვალი ყაზბეგი (რუსულად Казбек ,ოსურად-Урсхох)- მწვერვალი საქართველოში, ყაზბეგის რაიონში, ხოხის ქედზე. სიმაღლე 5047მ, წარმოშობა ვულკანური, აღმართული საქართველოს სამხედრო გზის გვერდით. მის ფერდობებზე სუბალპური ფერდობებია, ზემოთ - მარადიული თოვლი.
აქედან ეშვება მყინვარები: სუატისი, მნა, ორწვერი,დევდარაკი და სხვა, რომელთა საერთო ფართობია 135 კვ.კმ. ერთ-ერთი მყინვარიდან სათავეს იღებს თერგი.მთას აქვს ორმაგი კონუსის ფორმა, რომლის ძირი 1770მ-ზეა. ლეგენდის მიხედვით პრომეტე სწორედ ამ მწვერვალზე იყო მიჯაჭვული. ის გამოირჩევა თავის სიდიადითა და სილამაზით. ასევე სხვადასხვა სიძნელის ალპინისტური მარშრუტების სიმრავლით. მის ძირში მდებარეობს უნიკალური არქიტექტურული კომპლექსი გერგეტის სამების მონასტერი (მე-12 ს. 2000 მ. ზღვის დონიდან). ხოლო მის მწვერვალთან დაახლოებით 4500 მ. ზღვის დონიდან უნიკალური ადრეშუა საუკუნეების სამლოცველო ე. წ. ბეთლემი, რომელთანაც უამრავი ლეგენდაა დაკავშირებული. 80 მეტრიანი კლდოვანი კლდის შიგნით მდებარეობს ბეთლემის გამოქვაბული. ” ქართლის ცხოვრების” მიხედვით, ეს მონასტერი წარმოადგენდა საეკლესიო სიწმინდეების და განძის საცავს, სადაც ბერები ჯაჭვის კიბეებით ადიოდნენ.
მონასტერთან დაკავშირებულია კიდევ ერთი ლეგენდა, პოეტურად აღწერილი ილია ჭავჭავაძის მიერ. დარიალის ხეობის მთავარი მშვენება და სიმბოლოა წმინდა სამების მონასტერი, სადაც ერთ დროს ინახებოდა წმინდა ნინოს ჯვარი. მონასტერი მდებარეობს მყინვარწვერის ფონზე, პირდაპირ დაბა სტეფანწმინდის თავზე, ხოლო 3900 მეტრის სიმაღლეზე დგას თანამედროვე პატარა ეკლესია. ყაზბეგი-დაბაა ის მდებარეობს მდინარე თერგის ხეობაში, მინვარწვერის ძირში, ზღვის დონიდან 1750 მეტრზე. დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს. მოსახლეობა 182 ათასია. ყაზბეგში დაცულია ალექსანდრე ყაზბეგის მამისეული ორსართულინი სახლი (ამჟამად მხარეთმცოდნეობის მუზეუმი), კარის ეკლესია. სახლის წინ მწერლის საფლავია, დგას ბიუსტი. დაბის ცენტრში აღმართულია მისივე მონუმენტი. ყაზბეგს თავს დაჰყურებს გერგეტის სამების ეკლესია. 2006 წელს ყაზბეგს დაუბრუნდა მისი ყოფილი სახელი.
Subscribe to:
Posts (Atom)